მისია

 

ა(ა)იპ კოლეჯის „იკაროსი“ მისიაა :

უზრუნველყოს პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლება, მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ტურიზმისა და მომსახურების სფეროს მიმართულების პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური, კომპენტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებაში.

 

კოლეჯის ხედვა:

ააიპ კოლეჯის „იკაროსი“ ხედვაა 2026 წლისთვის იყოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება ტურიზმისა და მოსმახურების სფეროს შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის საჯარო და კერძო სექტორის დამსაქმებლებისთვის.

ამ მიზნით მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:

  • საბაზო და ზოგადი განათლების მქონე პირებისათვის მაღალი ხარისხის, მათ შორის უცხოელ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად განხორციელებული საკვალიფიკაციო პროგრამების შეთავაზება;
  • სამუშაოს მაძიებლებისა და დასაქმებულთათვის მაღალი ხარისხის მომზადების, გადამზადების, სტაჟირების პროგრამების შეთავაზება საქართველოში და საზღვარგარეთ;
  • ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა;

 

კოლეჯის ღირებულებები:

ავტონომიურობა - კოლეჯი არის ავტონომიური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ძირითადი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისთვის;

თანაბარიშესაძლებლობები - კოლეჯში პროფესიული სტუდენტებისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უზრუნველყოფილია სწავლის, სწავლების, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები;

მრავალფეროვნება - კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც წახალისებულია კულტურული და საგანამანათლებლო საქმიანობის მრავალფეროვნება, როგორც საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნის საფუძველი; 

მიუკერძოებლობა - კოლეჯი თავისუფალია სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებისა და ორგანიზაციების გავლენისაგან, მაგრამ ტოლერანტულად არის განწყობილი მათ მიმართ. ყოველი ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ახორციელებს პროფესიულ სწავლებას მის წიაღში;

თავისუფლება -  თავისუფლება არის იდეა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების იმ სახეებს და შესაბამის პასუხისმგებლობათა რიგს, რომლებიც განსაზღვრულია სასწავლებლების, მათი მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და სტუდენტებისთვის და, უპირველესად, სწავლებისა და სწავლის პროცესის თავისუფლებას გულისხმობს.  პრიორიტეტულ სფეროებში ცოდნის საზღვრების გაფართოება უნდა ხორციელდებოდეს პროფესიული ეთიკისა და კოლეგიურობის პრინციპების დაცვით;

სოციალურიპასუხისმგებლობა - კოლეჯი გრძელვადიანი და მიზანმიმართული მიდგომით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მატერიალური და ადამიანური რესურსის გამოყენებით ემსახურებიან საზოგადოების მდგრად განვითარებას;

კეთილსინდისიერება - კოლეჯის საქმიანობის უმთავრესი კრიტერიუმია კეთილსინდისიერება სწავლა/სწავლების პროცესში;

გამჭვირვალობადაღიაობა - კოლეჯი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის;

განვითარებაზეორიენტირებულობა - კოლეჯი პროაქტიულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.