კოლეჯის შესახებ

  კოლეჯის  შესახებ

ა(ა)იპ  პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ კვალიფიციური კადრი, რომელიც ასე სჭირდება ტურიზმის სფეროს. ამ სფეროს განვითარება კი ქვეყნის კეთილდღეობისა და მისი ეკონომიკური განვითარების ერთერთი გარანტია. სწორედ ტურისტულ სექტორში უნდა იქნას მოზიდული ინვესტიციები. ტურიზმის სექტორის განვითარება სამართლიანადაა ქვეყნის პრიორიტეტად მიჩნეული. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს, რაც თავისთავად სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა.

კოლეჯში ხორციელდება 7 ძირითადი პროგრამა: კულინარიული ხელოვნების, სარესტორნო საქმის / კვებისა და სასმელების სერვისი, სასტუმრო საქმის პროგრამები, ტუროპერატორი, გიდი, სომელიე. გვაქვს 9 სპეციალობა ესენია: მზარეული, კონდიტერი, მიმტანი, ბარმენი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, დაჯავშნის აგენტი, ტუროპერატორი, გიდი, ღვინის სპეციალისტი.

კოლეჯის მიზანია მოამზადოს კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა იმ სფეროსათვის, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა. ჩვენ მთლიანად ვართ ორიენტირებული დამსაქმებლის მოთხოვნებზე. დამსაქმებელი კი ითხოვს მაღალი კლასის სერვისს. ამდენად, ჩვენს მიერ მომზადებული კადრი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვას, რადგან სერვისის სფეროში ასევე უმნიშვნელოვანესია პროფესიონალი საშუალო რგოლის მენეჯერებისა და სუპერვაიზერების მომზადება. ერთიანი ციკლი და მოდულარული სწავლება ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა საფეხურის კვალიფიკაცია მიიღოს.

სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ რეალურად განხორციელდეს მაღალი ხარისხის სწავლება. ჩვენი სასწავლო სახელოსნოები არის აღჭურვილი უახლესი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით კოლეჯის ბაზა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის კოლეჯებს.

სასწავლო პროგრამები/კურიკულუმები და სასწავლო გეგმები შემუშავებულია კოლეჯის მიერ მოწვეული პედაგოგებისა და პედაგოგ/ინსტრუქტორების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. სხვადასხვა საგნის მიხედვით გვაქვს შექმნილი სასწავლო მასალები სტუდენტებისათვის.

კოლეჯში მოწვეული არიან პედაგოგები და პედაგოგ/ინსტრუქტორები, მაღალი კლასის პროფესიონალები, რომლებიც გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. ჩვენი პედაგოგების 30% არის სასტუმრო ქსელის მარიოტის მოქმედი მენეჯერი, ასევე გვყავს უცხოელი ლექტორები, მენეჯერები თბილისის წამყვანი სარესტორნო ქსელებიდან.

“იკაროსი”-ს სტუდენტები სასწავლო პრაქტიკებს გადიან სასტუმროებში – “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “შერატონი”, “კოპალა”, “ამბასადორი”, “ბეტსი”, ასევე კვების ისეთ ობიექტებში, როგორიცაა “ნიკალა”, “მეგალაინი”, “ტერასა”, აჭარის რეგიონის (ბათუმი, სარფი, გონიო) საუკეთესო სასტუმრო კომპლექსებში, რესტორნებსა და ბარებში.

სტუდენტთა დაახლოებით 10% პარალელურად სწავლისა უკვე დასაქმდა მაღალი კლასის რესტორნებში. ბევრ მათგანს კი ელოდება დამსაქმებელი.

სასწავლებელს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, ასევე რამოდენიმე კოლეჯთან უცხოეთში. საერთაშორისო ექსპერტებისა და კოლეგების დახმარებით, ვფიქრობთ, “იკაროსი” დღესდღეობით ერთადერთია სადაც ასეთი მაღალი კლასის სერვისს ვაწვდით სტუდენტებს.