ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ "იკაროსს" ეწვია.
კოლეჯის 5 მასაწავლებელი გასულ თვეში ისრაელში იმყოფებოდა მაშავის სასწავლო პროგრამით “შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროგრამებსა და საზოგადოებაში”. კოლეჯის დირექტორმა ქ-ნმა რუსუდან ჩართოლანმა, რომელიც თავად მონაწილეობდა მაშავის პროგრამაში, აღწერა კოლეჯის საქმიანობა, როგორც ახალგაზრდების ტურიზმის სფეროში დასაქმებაზე და შეზღუდული შესაძლებლობების პირების ამ პროგრამებში ჩართვაზე ორიენტირებული. ქალბატონმა რუსუდან ჩართოლანმა მადლობა გადაუხადა"მაშავ"-ს წლების განმავლობაში მხარდაჭერისთვის. ისრაელის ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და გამოთქვა სურვილი მომავალში გაღრმავდეს თანამშრომლობა კოლეჯსა და ისრაელის საელჩოს შორის.