კოლეჯ „იკაროსში“ სასწავლო წელი დაიწყო „იკაროსში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 336 სტუდენტი დღეიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებას იწყებს. სარესტორნო მომსახურება, სასტუმრო მომსახურება და ღონისძიების ორგანიზება - ეს პროფესიული კურსების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტუდენტები აითვისებენ მათთვის სასურველ პროფესიებს. ისინი დღეს შეხვდნენ მომავალ ლექტორებს, გაეცნენ კოლეჯის შინაგანაწესს და სასწავლო პროცესის ძირითად ასპექტებს. „იკაროსი“ ულოცავს მათ სასწავლო პროცესის დაწყებას. და სრული შემადგენლობით გააკეთებს ყველაფერს, რომ შექმნას მრავალფეროვანი, ნაყოფიერი და თეორიული და პრაქტიკული სიახლეებით გაჯერებული სასწავლო წელი.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645