საორიენტაციო პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებისთვის. „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები „იკაროსში“ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებს გაეცნენ. კულინარიულ ხელოვნებასა და კონდიტერიაში მასტერკლასები, „მწვანე სკოლის“ საბურთალოს ფილიალის მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს სკოლის კულინარებმა ჩაუტარეს. საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროგრამების სპეციფიკას, სკოლაში ჩაბარების წესებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებული პროგრამის შესახებ, რომელიც გერმანიის ქსელურ სასტუმროებში, კურსდამთავრებულთათვის სტაჟირებას გულისხმობს. კოლეჯი „იკაროსი“ საინფორმაციო-საორიენტაციო პრეზენტაციებს პერმანენტულად მართავს ახალგაზრდებისთვის, რაც მათი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და მოსწავლეებს სამომავლოდ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645