ქართული და უცხოური სამზარეულოს თავისებურებებს და განსხვავებულ მიმართულებებს „იკაროსში“ 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 2023-2024 სასწავლო წელს, კულინარიულ ხელოვნებასა და კონდიტერიას 200-ზე მეტი სტუდენტი დაეუფლება. ისინი უკვე აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროგრამაში და პირველ ეტაპზე პროფესიის თეორიულ ნაწილს ეუფლებიან. სტუდენტები შეისწავლიან როგორც ქართული სამზარეულოს თავისებურებებს და უნიკალური კერძების მომზადებას, ისე ევროპული და აზიური სამზარეულოს გამორჩეულ მიმართულებებს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონდიტერები მათ, საკონდიტრო დელიკატესების მომზადების ტექნიკებს შეასწავლიან, რაც ახალგაზრდებს სამზარეულოში ინდივიდუალური და კრეატიული, საკუთარი გამორჩეული მიდგომების შექმნაში დაეხმარებათ. კულინარიული ხელოვნების მიმართულებით პრაქტიკული სწავლება დუალურ პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის გაიმართება ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა სასტუმრო „ადამო“, რესტორანი „ფუნიკულიორი“, ასევე სასტუმროები: „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი თბილისი“. ხოლო უშუალოდ კოლეჯში კულინარიის ხელოვნების პროფესიული სასწავლო კურსის სტუდენტები ცოდნას ცნობილი შეფ-მზარეულებისგან მიიღებენ. ჯამში, 300-ზე მეტი სტუდენტი კოლეჯში „იკაროსი“ კულინარიულ ხელოვნებასთან და კონდიტერიასთან ერთად სწავლობს სარესტორნო მომსახურებას, სასტუმრო მომსახურებასა და ღონისძიების ორგ ანიზების პროფესიულ თავისებურებებს.

Facebook
Print
Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645