წარმოგიდგენთ დემეტრე ნადირაძეს, რომელმაც WorldSkills საქართველო 2023-ის კონკურსში კონდიტერიის მიმართულებით მეორე ადგილი მოიპოვა. პროფესიით მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერებების მიმდევარი კონდიტერიას მეცნიერების და ხელოვნების იდეალურ გადაკვეთას უწოდებს, - „ეს ჩანს იმაშიც, რომ რეცეპტი უნდა იყოს ზუსტი, ყოველი გრამი უნდა გქონდეს განსაზღვრული, ხელოვნება კი გამოჩნდა თუნდაც ჩვენს საიდუმლო, დასკვნით საკონკურსო დავალებაში, როცა შენი ინტერპრეტაცია გადმოგაქვს თეფშზე, ამ კომპონენტების შერწყმით მეძლევა შესაძლებლობა ადამიანთან დავამყარო იდეალური კავშირი და ჩემს მიერ შექმნილი დესერტით მათ მივანიჭო უდიდესი სიამოვნება“. კონდიტერიით დემეტრე 13 წლიდან დაინტერესდა და მას შემდეგ ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული. გამორჩეულად საუბრობს „იკაროსის“ ცნობილ კონდიტრებზე, - ალექსანდრე ქიტიაშვილსა და მაია მსხილაძეზე, - „იშვიათია შესაძლებლობა, გქონდეს შანსი, მოემზადო ასეთ შეფ კონდიტრებთან. ზუსტად ვიცი, რომ ასეთ ექსპერტებთან და ასეთ შეფებთან სხვაგან ვერსად ვისწავლიდი“. დემეტრეს უყვარს კონკურსებში მონაწილეობა და თვლის, რომ ეს არის საოცარი გამოცდილება, რაც ყველა ჯერზე აძლევდა შანსს საკუთარ თავში დაენახა რაღაც ახალი, - „Worldskills-ის შემთხვევაში, კონდიტერიაში ვიყავით სამი მონაწილე და დარწმუნებული ვარ შემდგომში ვიქნებით 15 ან უფრო მეტი“. დემეტრე თვლის, რომ ასეთი მასშტაბის კონკურსები ადამიანებს აძლევს შანსს საკონდიტროში მუშაობის უფრო მეტი ახალი გზები ისწავლოს; ნახოს როგორია სტრესის ქვეშ სამზადისი, დროის შეზღუდულ პერიოდებში და არის მისთვის გამოცდილება, გამოცდილება, რომელიც მომავალში წინსვლის შესაძლებლობას მისცემს. ის გეგმავს „იკაროსის“ დასრულების შემდგომ უფრო აქტიურად ჩაერთოს საკონდიტრო ინდუსტრიაში და ახალი გამოწვევებისთვის კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით მოემზადოს.

Facebook
Print
Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645