კოლეჯში „იკაროსი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ! მათ ვისაც გაინტერესებთ პროფესიული განათლება: 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია თქვენთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პროფესიული განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით.
იხილეთ სასწავლო პროგრამები, რომელზეც ცხადდება მიღება „იკაროსში“:
მესამე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
1. კულინარიის ხელოვნება - ხანგრძლივობა 18 თვე (1- 2-3 ცვლა)
2. კონდიტერია - ხანგრძლივობა 16 თვე (1-2-3 ცვლა)
მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
დაშვების წინაპირობა - საშუალო განათლება
1. სასტუმრო მომსახურება - ხანგრძლივობა 18 თვე (1-2-3 ცვლა)
2. სარესტორნო მომსახურება - ხანგრძლივობა 17 თვე (1-2-3 ცვლა)
3. ღონისძიების ორგანიზება- ხანგრძლივობა 19 თვე (1-2-3 ცვლა)
მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელშიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია ინტეგრირებული
დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
1. სასტუმრო მომსახურება (ინტეგრირებული) - ხანგრძლივობა 19 (1-2-3 ცვლა)
2. სარესტორნო მომსახურება (ინტეგრირებული) - ხანგრძლივობა 19 (1 ცვლა)
3. ღონისძიების ორგანიზება(ინტეგრირებული) - ხანგრძლივობა 19 (1-2-3 ცვლა)
გაითვალისწინეთ, რომ "სასტუმრო მომსახურებისა" ,"სარესტორნო მომსახურების" და „ღონისძიების ორგანიზების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მიზნით ჩატარდება სამოტივაციო გასაუბრება.; ხოლო "კულინარიის ხელოვნების"და "კონდიტერიის" პროგრამებზე ჩატარდება სამოტივაციო გასაუბრება და პრაქტიკული მოსინჯვა;
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდზე: https://vet.emis.ge
დეტალური ინფორმაციის მისაღებად საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, შესაძლებლობა გაქვთ უშუალოდ მოხვიდეთ კოლეჯში „იკაროსი“ (მის: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N4), ან დაგვიკავშირდეთ, ტელ: 0322373981; ასევე მოგვწეროთ კოლეჯის ოფიციალური facebook-ის საშუალებით.