კოლეჯში ხორციელდება 7 ძირითადი პროგრამა: კულინარიული ხელოვნების, სარესტორნო საქმის / კვებისა და სასმელების სერვისი, სასტუმრო საქმის პროგრამები, ტუროპერატორი, გიდი, სომელიე. გვაქვს 9 სპეციალობა ესენია: მზარეული, კონდიტერი, მიმტანი, ბარმენი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, დაჯავშნის აგენტი, ტუროპერატორი, გიდი, ღვინის სპეციალისტი.

სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ რეალურად განხორციელდეს მაღალი ხარისხის სწავლება. ჩვენი სასწავლო სახელოსნოები არის აღჭურვილი უახლესი და თანამედროვე მატერიალურტექნიკური ბაზით. ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით კოლეჯის ბაზა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის კოლეჯებს.

სასწავლო პროგრამები/კურიკულუმები და სასწავლო გეგმები შემუშავებულია კოლეჯის მიერ მოწვეული პედაგოგებისა და პედაგოგ/ინსტრუქტორების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. სხვადასხვა საგნის მიხედვით გვაქვს შექმნილი სასწავლო მასალები სტუდენტებისათვის.

კოლეჯში მოწვეული არიან პედაგოგები და პედაგოგ/ინსტრუქტორები, მაღალი კლასის პროფესიონალები, რომლებიც გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. ჩვენი პედაგოგების 30% არის სასტუმრო ქსელის მარიოტის მოქმედი მენეჯერი, ასევე გვყავს უცხოელი ლექტორები, მენეჯერები თბილისის წამყვანი სარესტორნო ქსელებიდან.

იკაროსი”- სტუდენტები სასწავლო პრაქტიკებს გადიან სასტუმროებში – “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “შერატონი”, “კოპალა”, “ამბასადორი”, “ბეტსი”, ასევე კვების ისეთ ობიექტებში, როგორიცაანიკალა”, “მეგალაინი”, “ტერასა”, აჭარის რეგიონის (ბათუმი, სარფი, გონიო) საუკეთესო სასტუმრო კომპლექსებში, რესტორნებსა და ბარებში.

სტუდენტთა დაახლოებით 10% პარალელურად სწავლისა უკვე დასაქმდა მაღალი კლასის რესტორნებში. ბევრ მათგანს კი ელოდება დამსაქმებელი.

სასწავლებელს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, ასევე რამოდენიმე კოლეჯთან უცხოეთში. საერთაშორისო ექსპერტებისა და კოლეგების დახმარებით, ვფიქრობთ, “იკაროსიდღესდღეობით ერთადერთია სადაც ასეთი მაღალი კლასის სერვისს ვაწვდით სტუდენტებს.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645