პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში

პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში

იკაროსმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა რიგით III საერთაშორისო კონფერენციაში – "პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში"

სადაც წარმოდგენილი იყო კოლეჯ იკაროსის მასწავლებელი: შეფ–მზარეული მანუელ ფაუნდეს ბარანდა თემით (რესტორნების მდგრადობა საქართველოში,

მდგრადობის მიმდინარე კონტექსტი)

საკითხები მოიცავდა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში დარგების განვითარებას,

როგორიცაა ტურიზმი, გასტრონომია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

კონფერენცია აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია მოიცავდა თემატურ პანელსა და რამდენიმე პარალელურ სესიას.

კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უცხოელი ექსპერტების ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კონფერენცია ხელს უწყობს ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ცალსახად დადებითად აისახება ჩვენი მასწავლებლების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე.

კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

კოლეჯი "იკაროსი"

🌐სამყარო შენია...