პროფესიული განათლების სფეროში (VET) თანამშრომლობის გაძლიერებასა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლას მიეძღვნა საერთაშორისო სამიტი სომხეთში, ქ. დილიჟანში. 24-26 მაისს გამართული ღონისძება, Erasmus+ პროექტის „მობიუსის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც პროფესიული განათლებისა და რეგიონული მომზადების სფეროში წარმომადგენლობას და თანამშრომლობას მოიცავს (Möbius: Cross-Regional Representation and Cooperation in Vocational Education and Training). სამიტზე გაიმართა ინტერაქტიული სესიები და ვორქშოფები, სადაც მონაწილე ქვეყნებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების სისტემების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და შეიმუშავეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვები; რაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და ციფრული ტრანსფორმაცია პროფესიულ განათლებაში. საქართველოდან კოლეჯი „იკაროსი“ წარადგინა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სპეციალისტმა თეა ქავთარაძემ.