პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული

22-23 ოქტომბერს წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა, პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიების ქეითერინგი კი „იკაროსმა“ და მერმისმა უზრუნველყვეს.

კვირეული განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ირინე მარგიშვილთან ერთად გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც მხარეებმა ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. აღნიშნული კი თავის მხრივ ემსახურება ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვა/განხორციელებას და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.

ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად გაიმართა.