კულინარიის კურსის მონაწილე მსჯავრდებულებმა N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელშეწყობით 20 მსჯავრდებული კულინარიის სპეციალურ კურსს გადის, რომლის დამთავრების შემდეგაც ისინი ორენოვან სერტიფიკატს აიღებენ. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ისინი დასაქმებას შეძლებენ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელ კურსზე, მსჯავრდებულები კერძების მომზადების სწორ ტექნოლოგიასა და კერძებთან დაკავშირებულ კალკულაციას სწავლობენ. მსჯავრდებულები სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ. პროექტი კოლეჯ „იკაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
კულინარიის კურსის მონაწილე მსჯავრდებულებმა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ქართული და ევროპული კერძები მოამზადეს. ასევე, მოეწყო მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოფენაც.
ღონისძიებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.