მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“

მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“

ახლად მოწყობილ ზღვისუბნის პარკში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრობლებმა, სტუდენტებს ღია პრაქტიკული სასწავლო კურსი ჩაუტარეს.

მერიის მიერ დაფინანსებული პროექტ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, პროფესიული კოლეჯის ,,იკაროსის“, ,,მებაღე დეკორატორის“ სასწავლო კურსის სტუდენტებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრობლებმა, ურბანული პარკის დაგეგმარებასა და განხორციელების ეტაპებზე ღია სალექციო კურსი ჩაუტარეს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს ზღვისუბნის ახალი პარკის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ლექცია დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ და მოსაზრებები გაეცვალათ.

აღნიშნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.

მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა.