კოლეჯის შესახებ

ა(ა)იპ  კოლეჯი „იკაროსი“ 2007 წლიდან ახორციელებს პროფესიულ სწავლებას ტურიზმისა და სერვისის ყველა იმ სფეროსათვის, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა.

კოლეჯი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმისა ინდუსტრიის განვითარებაზე. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ კვალიფიციური კადრი, რომელიც ასე სჭირდება ტურიზმისა და სერვისის სფეროს. ამ სფეროს განვითარება კი ქვეყნის კეთილდღეობისა და მისი ეკონომიკური განვითარების ერთერთი გარანტია. სწორედ ტურისტულ სექტორში უნდა იქნას მოზიდული ინვესტიციები. ტურიზმის სექტორის განვითარება სამართლიანადაა ქვეყნის პრიორიტეტად მიჩნეული. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს, რაც თავისთავად სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა.

კოლეჯმა 2019 წლის ივლისის თვეში გაიარა ავტორიზაცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს N156 გადაწყვეტილებით (15.08.2019წ.) კოლეჯს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით.

კოლეჯში ხორციელდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

კოლეჯის მიზანია მოამზადოს კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა იმ სფეროსათვის, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა. კოლეჯი მთლიანად ორიენტირებულია დამსაქმებლის მოთხოვნებზე. დამსაქმებელი კი ითხოვს მაღალი კლასის სერვისს. ამდენად, ჩვენს მიერ მომზადებული კადრი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ რეალურად განხორციელდეს მაღალი ხარისხის სწავლება. ჩვენი სასწავლო სახელოსნოები არის აღჭურვილი უახლესი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით კოლეჯის ბაზა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის კოლეჯებს.

სასწავლო პროგრამები და სასწავლო გეგმები შემუშავებულია კოლეჯის მიერ მოწვეული პედაგოგებისა და პედაგოგ-ინსტრუქტორების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

კოლეჯში მოწვეული არიან პედაგოგები და პედაგოგ-ინსტრუქტორები, მაღალი კლასის პროფესიონალები, რომლებიც გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. ჩვენი პედაგოგების 30% არის ბრენდული სასტუმროების შეფები, ასევე მენეჯერები თბილისის წამყვანი სარესტორნო ქსელებიდან.

“იკაროსი”-ს სტუდენტები სასწავლო პრაქტიკებს გადიან სასტუმროებში – “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “შერატონი”, „რედისონ ბლუ“, “ბილთმორი” და სხვა ასევე აჭარის რეგიონის საუკეთესო სასტუმრო კომპლექსებში, რესტორნებსა და ბარებში.

სასწავლებელს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, ასევე რამოდენიმე კოლეჯთან უცხოეთში. საერთაშორისო ექსპერტებისა და კოლეგების დახმარებით, ვფიქრობთ, “იკაროსი” დღესდღეობით ერთადერთია სადაც ასეთი მაღალი კლასის სერვისს ვაწვდით სტუდენტებს.

ჩვენი კურსდამთავრებულების უმეტესობა ადვილად საქმდება პრესტიჟულ რესტორნებში როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. კოლეჯი “იკაროსის” კურსდამთავრებულთა 85% არის დასაქმებული..