ERASMUS+

ევროპული და აღმოსავლეთ ევროპული ორგანიზაციების კონსორციუმმა (EVBB ბრიუსელი, ბელგია) დაიწყო ინოვაციური პროექტი "საფუძვლების შექმნა", რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) სფეროში სტუდენტების პროფესიული განათლების შედეგების გაუმჯობესებას.

ევროკავშირის (Erasmus+) მიერ დაფინანსებული პროექტი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინის პროფესიულ სასწავლებლებში მიზანმიმართულია გააუმჯობესოს სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეს პროცესი კი ეტაპობრივად უნდა აისახოს აღნიშნული ქვეყნების სასწავლო პროცესში.  კოლეჯი "იკაროსი" პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა და სხვა კოლეჯებთან ერთად ამაყობს, რომ ყოველთვის უწყობს ხელს პროფესიული განათლების სფეროს მუდმივა განვითარებას. ეს ინიციატივა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას აითვისონ ის ძირითადი კომპეტენციები, მათ შორის სამეწარმეო, ციფრული და სოციალური უნარები, რაც შეესაბამება მიმდინარე და მომავალი შრომის ბაზრის საჭიროებებს.

პროექტი, ასევე ხელს შეუწყობს VET მასწავლებლებისა და ტრენერების პროფესიულ განვითარებას, აქცენტი გაკეთდება მენტორობაზე, ინკლუზიურობასა და ციფრულ უნარებზე. პროექტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ქვეყნების (საბერძნეთი, გერმანია, იტალია) და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების VET პროვაიდერებს შორის თანამშრომლობასა და კარგი გამოცდილების გაზიარებას.

ძირითადი აქტივობები მოიცავს:

პროექტის ჰოლისტიკური მიდგომა ასევე მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს წარმატების თანაბარ შესაძლებლობებს. ამ კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებით, "საფუძვლების შექმნა" მიზნად ისახავს VET განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას, საბოლოოდ კი VET კურსდამთავრებულთა დასაქმების ზრდას და რეგიონის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას.

პროექტის პარტნიორები: პროექტი "საფუძვლების შექმნა" აერთიანებს 11 სრულ და 2 ასოცირებულ პარტნიორს, მათ შორის VET პროვაიდერებს, საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების საჯარო ორგანოებს.