ა(ა)იპ კოლეჯის „იკაროსი“ მისიაა :
უზრუნველყოს პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლება, მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ტურიზმისა და მომსახურების სფეროს მიმართულების პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური, კომპენტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებაში.
კოლეჯის ძირითადი მიზანია:
ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყოფადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, ტურიზმისა და მომსახურების სფეროს თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობისა და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს პროფესიულ სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
კოლეჯის ძირითადი ამოცანებია:
1. შიდა და გარე შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
2.ქმედითი, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარება საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი, დინამიური თვითგანვითარებისთვის;
3. აქტიური მონაწილეობის მიღება ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში;
4. საქართველოსა და უცხოეთის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
5. განათლების ხელმისაწვდომობისა და საჯაროობიის უზრუნელყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;
6. ზრუნვა პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
7. ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების უზრუნველსაყოფად;
8. კურსდამთავრებულთა დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა;
9. დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად;
10. სასწავლოო-სამეწარმეო პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.
ხედვა:
ააიპ კოლეჯის „იკაროსი“ ხედვაა 2026 წლისთვის იყოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება ტურიზმისა და მოსმახურების სფეროს შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის საჯარო და კერძო სექტორის დამსაქმებლებისთვის.
ამ მიზნით მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:
კოლეჯის ღირებულებები:
ავტონომიურობა - კოლეჯი არის ავტონომიური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ძირითადი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისთვის;
თანაბარი შესაძლებლობები - კოლეჯში პროფესიული სტუდენტებისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის უზრუნველყოფილია სწავლის, სწავლების, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები;
მრავალფეროვნება - კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც წახალისებულია კულტურული და საგანამანათლებლო საქმიანობის მრავალფეროვნება, როგორც საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნის საფუძველი;
მიუკერძოებლობა - კოლეჯი თავისუფალია სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებისა და ორგანიზაციების გავლენისაგან, მაგრამ ტოლერანტულად არის განწყობილი მათ მიმართ. ყოველი ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ახორციელებს პროფესიულ სწავლებას მის წიაღში;
თავისუფლება - თავისუფლება არის იდეა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების იმ სახეებს და შესაბამის პასუხისმგებლობათა რიგს, რომლებიც განსაზღვრულია სასწავლებლების, მათი მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და სტუდენტებისთვის და, უპირველესად, სწავლებისა და სწავლის პროცესის თავისუფლებას გულისხმობს. პრიორიტეტულ სფეროებში ცოდნის საზღვრების გაფართოება უნდა ხორციელდებოდეს პროფესიული ეთიკისა და კოლეგიურობის პრინციპების დაცვით;
სოციალური პასუხისმგებლობა - კოლეჯი გრძელვადიანი და მიზანმიმართული მიდგომით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მატერიალური და ადამიანური რესურსის გამოყენებით ემსახურებიან საზოგადოების მდგრად განვითარებას;
კეთილსინდისიერება - კოლეჯის საქმიანობის უმთავრესი კრიტერიუმია კეთილსინდისიერება სწავლა/სწავლების პროცესში;
გამჭვირვალობა და ღიაობა - კოლეჯი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პროაქტიულად ავრცელებს ინფორმაციას საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის;
განვითარებაზე ორიენტირებულობა - კოლეჯი პროაქტიულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და ზრუნავს მათ აღმოფხვრაზე.