აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – სასტუმრო, რესტორანი და კვება – კოდი 1013. აღმწერი – „შეისწავლის საკვების, სასმელის, დაბინავების და სხვა დაკავშირებულ მომსახურებებს სასტუმროსა და რესტორანში“. 

  1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი 

სასტუმრო მომსახურების პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადოს, სასტუმრო მომსახურების სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმრო მომსახურების სფეროში მუშაობას. 

  1. დაშვების წინაპირობები 

სრული ზოგადი განათლება დანართი №1-ით გათვალისწინებულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლებაზე. 

საბაზო განათლება დანართი №2-ით გათვალისწინებულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ინტეგრირებულ სწავლებაზე. 

  1. კურსდამთვრებულთა დასაქმების შესაძლებლობები 

სასტუმროს მომსახურების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სასტუმროებსა და განთავსების მსგავს ორგანიზაციებში (რესტორნებით და რესტორნების გარეშე)  შემდეგ პოზიციაზე: სასტუმროს მიმღების ოპერატორები, ოფისების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების დასუფთავება-დალაგების მეთვალყურეები. 

ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 55; 55.1; 55.10. 

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 4224; 5151. 

კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის წარმოება – თვითდასაქმება. 

  1. სტრუქტურა და მოდულები 

არაინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის: 

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სასტუმრო მომსახურება მოიცავს 2 ზოგად მოდულს ჯამური 8  კრედიტის ოდენობით, 7 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 18 კრედიტის ოდენობით, 11  პროფესიულ მოდულს კრედიტი ჯამური 54 კრედიტის, 1 არჩევით მოდულს 6 კრედიტის ოდენობით.  საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 86 კრედიტი. 

სასტუმრო მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს „გაცნობითი პრაქტიკისა“ და ,,პრაქტიკული პროექტის“ მოდულებს. „გაცნობითი პრაქტიკის“ მიზანია, პროფესიულ სტუდენტს სწავლების დასაწყისში შეუქმნას წარმოდგენა შესაბამისი სფეროს, დასაქმების შესაძლებლობების, ორგანიზაციული მოწყობისა და პოზიციების, შრომითი ურთიერთობების შესახებ.  პრაქტიკული პროექტი განსაზღვრავს ინტეგრირებული დავალების ტიპს, რომლის შესრულებისას პროფესიული სპეციალიზაციისთვის საჭირო უნარებს დაადასტურებს. 

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645