მასტერკლასი - ვეგანური ტკბილეული


კოლეჯ იკაროსში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსის ფარგლებში ორი მასტერკლასი ჩატარდა, მოსწავლეებმა კოლეჯი დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია სწავლის სფეციფიკასა და არსებულ პროგრამებზე.

ქვემო ხვითის (გორის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეებს საშუალება მიეცათ კერძის მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართულიყვნენ და მოემზადებინათ ვეგანური ტიპის ტკბილეული ნუშის ფქვილის ბაზაზე, გლუტენის ნაკლები შემცველობითა და გაჯერებული თხილეულითა და ჩირით, „ჯანსაღი კექსის ვერსია“ – ასე შეაფასა ბავშვებთან ერთად მომზადებული კერძი მზარეულმა მარიამ ფასუაშვილმა და

ჯანსაღი კვებით ცხოვრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, უკეთესი იქნებოდა პატარებს, ვასწავლოთ რა არის სწორი კვება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს რეალურად ვაცნობიერებთ და ვხვდებით, რომ საკვები, რომელსაც ვიღებთ უნდა იყოს სწორად შერჩეული ორგანიზმთან მიმართებაში, ეს ძალიან სახალისო პროცესი, განწყობის ამაღლების საშუალება და უშუალო კომუნიკაციის მარტივი კულტურაც არის“, ამბობს მარიამ ფასუაშვილი.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645