„კულინარია შემოქმედებაა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი“ - შეფი მიხეილ ხუციშვილი


ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სუშის მომზადების ხელოვნებას გაეცნენ. შეფ-მზარეულმა მიხეილ ხუციშვილმა ახალგაზრდებს სუშის მომზადების პრაქტიკული და თეორიული ტენდენციები გაუზიარა. „კულინარია შემოქმედებაა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ასეთი მასტერკლასები კი ახალგაზრდებს, პატარა ასაკშივე მიზნის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ,“ აღნიშნა შეფმა.

ვინაიდან ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ აზიური სამზარეულო, მასტერკლასის ფარგლებში მათ შეფთან ერთად რამდენიმე სახეობის სუში მოამზადეს. მიხეილ ხუციშვილმა მოსწავლეებს დეტალურად აუხსნა ნედლი თევზის და ბრინჯის, ასევე გამორჩეული სანელებლების არსი სუშის მომზადების კულტურაში, – „ეს არის საკმაოდ მსუბუქი და ნაზი საჭმელი, ამიტომაც უყვარს ბევრს საქართველოში, ასე მგონია. აქ ძალიან ბევრ გემოს შეხვდებით, – ტკბილს, ცხარეს მომჟაოს, რაც ოსტატურად არის ერთმანეთში გაჯერებული“, აღიშნა შეფ-მზარეულმა მასტერკლასის მიმდინარეობისას. მისივე თქმით ბავშვებმა მალევე აღიქვეს კერძის არსი და მიხვდნენ, სულაც არ არის წარმოუდგენელი სუშის მომზადება, – „ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ კერძის მომზადებისას სხვადასხვა ნიუანსებში; ახალგაზრდებმა

მეტი უნდა გაიგონ სხვა ქვეყნებზე, მათ კულტურაზე და კულინარია, ხომ სწორედ ამ უნიკალური კულტურების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებში ცნობიერების ამაღლება როგორც სხვა ქვეყნების ისე საკუთარი გასტრონომიული ისტორიის შესახებ,“ – შეფი მიხეილ ხუციშვილი.

აზიური კულინარიის მასტერკლასს „იკაროსში“ 40 მოსწავლე დაესწრო.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645