ფრანგული კონდიტერიის სასწავლო პროგრამა

პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა - ფრანგული კონდიტერია

კოლეჯში „იკაროსი“ გამოცხადდა მიღება მოკლევადიან სპეციალურ სასწავლო კურსზე - „ფრანგული კონდიტერია“. სწავლის ხანგრძლივობაა 11 კვირა. პროგრამას გაუძღვება 22 წლიანი გამოცდილების მქონე კონდიტერი ალექსანდრე ქიტიაშვილი, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება მიღებული აქვს საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიასა და უკრაინაში.

თქვენ შეისწავლით ისეთ გამორჩეულ მიმართულებებს, როგორიცაა ფრანგული კონდიტერიის სპეციალური ტექნოლოგიური პროცესები; აითვისებთ განაშის, კონფიტურის, ფრანგული ბისკვიტების მომზადების თავისებურებებს და ფრანგული დესერტების გამორჩეულ თავისებურებას - უფქვილო ნამცხვრების მომზადების ტექნიკას. ასევე შეისწავლით ფრანგული დესერტების ვიზუალური გაფორმების ხელოვნებას.

სასწავლო პროცესი წარიმართება უსაფრთხოების და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და რეგულაციების დაცვით. სწავლის პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს და კვირეული დატვირთვა მოიცავს 15 სთ-ს. სასწავლო პროგრამის ყველა შედეგის დადასტურების შემთხვევაში (165 სთ), გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი.

სასწავლო კურსის დეტალური აღწერა:

სახელწოდება - ფრანგული კონდიტერია

სახე - მომზადება

ხანგრძლივობა - 11 კვირა

დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება

აპლიკანტების შერჩევის ფორმა - გასაუბრება

აპლიტკანტების რეგისტრაციის ვადა - 9-12 იანვარი, 2024

სასწავლო პროცესის პერიოდი - 15 იანვარი - 07 აპრილი, 2024

ადგილების რაოდენობა - 20

სასწავლო პროგრამას აფინანსებს პროფესიული უნარების სააგენტო.

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე - https://vet.emis.ge/#/ (პირველი ეტაპი - ვებგვერდზე რეგისტრაცია, მეორე ეტაპი - ავტორიზაციის ღილაკიდან პროგრამის დამატება)

გისურვებთ წარმატებას!
Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645