„იკაროსის“ სტუდენტი დემეტრე ნადირაძე გასტრონომიული სკოლების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა


„იკაროსის“ სტუდენტი დემეტრე ნადირაძე გასტრონომიული სკოლების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
გასტრონომიული სკოლების საერთაშორისო კონკურსში „იკაროსის“ სტუდენტმა დემეტრე ნადირაძემ კონდიტერიის მიმართულებით პირველი ადგილი აიღო. მის მიერ მომზადებული პოლონური სააღდგომო ტარტი „მაზურეკი“ ჟიურის უმაღლესი შეფასების
საფუძველი გახდა.

რიგით 25-ე კონკურსში პოლონეთის, საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკის და სლოვაკეთის 30 სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსები გაიმართა კულინარიის, კონდიტერიის, ბარმენის და მომსახურების მიმართულებით. კონკურსს კრაკოვის გასტრონომიული სკოლა მასპინძლობდა. კონკურსანტები სამი საათის განმავლობაში ასრულებდნენ თემატურ დავალებებს. ჟიურის შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო მონაწილეების მზაობა, ეთიკა და ხარისხი.

საქართველოდან, კონკურსში კონდიტერიის მიმართულებით დემეტრე ნადირაძე, ხოლო კულინარიის განხრით ბექა გველებიანი ჩაერთნენ. ისინი ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ კონდიტერ მაია მსხილაძის და შეფ მანუელ ფაუნდეს ბარანდას ხელმძღვანელობით.
კოლეჯ „იკაროსის“ სტუდენტები პერიოდულად ერთვებიან არაერთ პროექტსა თუ კონკურსში, რასაც, როგორც ლექტორები ისე კოლეჯის ადმინისტრაცია აქტიურად უწყობს ხელს

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645