ფრანგული კულინარიის თავისებურებები და გაზაფხულთან დაკავშირებული კერძი იყო შეფ სტეფან გორტინას მასტერკლასის მთავარი საგანი. მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა კოლეჯ „იკაროსის“ სტუდენტებს ფრანგული კულინარიის საკუთარი ინტერპრეტაციები და გამოცდილება გაუზიარა.

„ჩემთვის როგორც შეფისთვის, არსებითია, სტუდენტებს დავანახო თუ რა არის ჩვენი საქმე და გადავცე მათ ჩემი ენთუზიაზმი, რაც სამზარეულოს უკავშირდება. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ფრანგული კულინარიის მიმართულებით ჩემი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მეძლევა სტუდენტებთან და ამისათვის კი ადგილობრივ ბოსტნეულს და პროდუქტებს ვიყენებთ. ახალგაზრდებმა ნახეს, როგორ შეიძლება უმაღლესი კლასის კერძი მოამზადო ბოსტნეულის მცირედი რაოდენობით. გაზაფხული უკავშირდება ყველაფერს ახალს და ცინცხალს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დღეს მოგვემზადებინა ცუკინის წვნიანი, ხრაშუნა ბოსტნეულთან ერთად. ეს რეცეპტი ყველას მოეწონება“, – აღნიშნა შეფმა. 

სტეფან გორტინა უკვე ერთი წელია რაც სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ შეფ-მზარეულია და მისი სამზარეულო მალევე ძალიან პოპულარული გახდა თბილისში. „პარაგრაფის“ ბრენდი კი აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან და ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის და უნარების განვითარებას.

მასტერკლასი კოლეჯში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით და სასტუმრო „პარაგრაფ თბილისთან“ აქტიური თანამშრომლობით შედგა. ღონისძიება, ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.  

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645