ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ კოლეჯი „იკაროსი“ ულოცავს ახალგაზრდებს გამარჯვებას და თითოეულ მონაწილეს წარმატებას უსურვებს პროფესიულ გზაზე! 5 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე, კოლეჯის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა კულინარიაში, ნინო შარუხიამ პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო კონდიტერიაში წარდგენილმა დემეტრე ნადირაძემ – მეორე ადგილი. WorldSkills საქართველო 2023 კონკურსის ფარგლებში კულინარიაში გამარჯვებულები არიან: ნინო შარუხია – პირველი ადგილი ლაშა […]

ეროვნული კონკურსი Worldskills საქართველო 2023

ეროვნული კონკურსი Worldskills საქართველო 2023 გრძელდება. მეორე დღეა კულინარიის, კონდიტერიის და ვებ-ტექნოლოგიების სფეროში კონკურსანტები, საკუთარ ნამუშევრებს ჟიურის წევრებს ეტაპობრივად აცნობენ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტები კი 2024 წელს, Worldskills-ის საერთაშორისო კონკურსში, საფრანგეთში მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსს კულინარიასა და კონდიტერიაში პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ მასპინძლობს, ხოლო ვებ-ტექნოლოგიების მიმართულებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია. კონკურსში მონაწილეობენ საკონსკურსოდ განსაზღვრული შესაბამისი პროფესიების უნარების მქონე […]

მანუელის მასტერკლასი – კერძები ამერიკული ქათმის ბარკლებით

მანუელის მასტერკლასი – კერძები ამერიკული ქათმის ბარკლებით. სტუდენტებთან ერთად ამერიკული ქათმის ბარკლებით დღეს მოვამზადეთ ბორანო, ქათამი ალუბლისა და ფორთოხლის სოუსით, ყაბაყისა და ბროკოლის გარნირით, ქათამი კონფის ტექნიკით, ხოლო გარნირად პიურე, სოკოს გრეივისა და კარამელის სოუსით. მიხარია, რომ სტუდენტები ჩაერთნენ ამ პროექტში და მადლობას ვუხდი აშშ-ს ფრინველის და კვერცხის ექსპორტის ასოციაციას (USAPEEC) ამ შესაძლებლობისთვის“ – ასე […]

საკონდიტრო მასტერკლასი და საორიენტაციო პრეზენტაცია 72-ე სკოლის მოსწავლეებისთვის

საკონდიტრო მასტერკლასი და საორიენტაციო პრეზენტაცია 72-ე სკოლის მოსწავლეებისთვის კოლეჯი „იკაროსი“ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სასწავლებელში არსებული პროფესიული პროგრამების შესახებ; რაც მათ, სამომავლო საქმიანობის შერჩევისას ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარებათ. დღეს 72-ე საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ტკბილეულის მომზადებაში, რაშიც მათ პროფესიონალი კონდიტერი ეხმარებოდა. გაეცნენ ქართული და უცხოური სამზარეულოს […]

ქართული და უცხოური სამზარეულოს თავისებურებებს და განსხვავებულ მიმართულებებს „იკაროსში“ 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს

ქართული და უცხოური სამზარეულოს თავისებურებებს და განსხვავებულ მიმართულებებს „იკაროსში“ 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 2023-2024 სასწავლო წელს, კულინარიულ ხელოვნებასა და კონდიტერიას 200-ზე მეტი სტუდენტი დაეუფლება. ისინი უკვე აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროგრამაში და პირველ ეტაპზე პროფესიის თეორიულ ნაწილს ეუფლებიან. სტუდენტები შეისწავლიან როგორც ქართული სამზარეულოს თავისებურებებს და უნიკალური კერძების მომზადებას, ისე ევროპული და აზიური სამზარეულოს გამორჩეულ მიმართულებებს. მრავალწლიანი […]

საორიენტაციო პრეზენტაცია „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებისთვის

საორიენტაციო პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებისთვის. „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები „იკაროსში“ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებს გაეცნენ. კულინარიულ ხელოვნებასა და კონდიტერიაში მასტერკლასები, „მწვანე სკოლის“ საბურთალოს ფილიალის მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს სკოლის კულინარებმა ჩაუტარეს. საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროგრამების სპეციფიკას, სკოლაში ჩაბარების წესებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებული პროგრამის შესახებ, რომელიც გერმანიის ქსელურ სასტუმროებში, კურსდამთავრებულთათვის […]

კოლეჯ „იკაროსში“ სასწავლო წელი დაიწყო.

კოლეჯ „იკაროსში“ სასწავლო წელი დაიწყო „იკაროსში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 336 სტუდენტი დღეიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებას იწყებს. სარესტორნო მომსახურება, სასტუმრო მომსახურება და ღონისძიების ორგანიზება – ეს პროფესიული კურსების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტუდენტები აითვისებენ მათთვის სასურველ პროფესიებს. ისინი დღეს შეხვდნენ მომავალ ლექტორებს, გაეცნენ კოლეჯის შინაგანაწესს და სასწავლო პროცესის ძირითად ასპექტებს. „იკაროსი“ ულოცავს მათ სასწავლო […]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბ-ნ ნოდარ პაპუკაშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ქ-ნ მარიამ შოთაძე და ქ-ნ ნათია გვირჯიშვილი ესტუმრნენ კოლეჯს „იკაროსი“.

2023 წლის 26 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბ-ნ ნოდარ პაპუკაშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ქ-ნ მარიამ შოთაძე და ქ-ნ ნათია გვირჯიშვილი ესტუმრნენ კოლეჯს „იკაროსი“. შეხვდნენ კოლეჯის საგამოცდო კომისიას, პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს. ასევე, მოხდა სამომავლო გეგმების განხილვა.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645